ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 2022 წლის 20 დეკემბერს გამართავს სამეცნიერო კონფერენციას – "XIX საუკუნე – ეპოქათა მიჯნა".
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 30 ნოემბრამდე უნდა გადმოგზავნონ მოხსენების სათაური, ხოლო 15 დეკემბრისთვის - სტატია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tamar.sharabidze@tsu.ge
დანართში იხ. სტატიის გაფორმების წესი.
სტატიების კრებული განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე.
საკონტაქტო პირი: ასოც. პროფ. თამარ შარაბიძე